მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტესტებს „ომიკრონის“ გამოვლენა უჭირს“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1642137515
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებულ ტესტებს „ომიკრონის“ შტამის გამოვლენა უჭირს.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს უნდა მოხდეს. 

„მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის. მაგრამ „ომიკრონის“ მიმართ კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე „დელტა“ შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალი არ არის. შესაძლებელია, რომ ტესტმა განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, ვირუსი ვერ დააფიქსიროს.

PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს მოახდინონ და არა პირველივე დღეს. თუმცა, არის პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ტესტი დადებითს ვერც მეორე და მესამე დღეს უჩვენებს, მაგრამ კოვიდის ჩვენებები არის.

ამიტომ ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, რომ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მოექცნენ მათ ისე, როგორც კოვიდიანებს. ამით არაფერს დაკარგავს არც პაციენტი, არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს. ისინი უნდა დარჩნენ სახლში, იყვნენ იზოლაციაში თუ სიმპტომები აქვთ 8 დღე და შემდეგ კიდევ 5 დღე ატარონ პირბადე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

📢 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

📢 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

📢 ომიკრონი - შტამი-ცუნამი თუ მარტივი დაავადება?

📢 დელტაკრონი - ახალი შტამი თუ ლაბორატორიული შეცდომა?