მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ველური ბუნებიდან თუ ჩინეთის უხანის ბაზრიდან? - რას ცხადყოფს ახალი კვლევები კორონავირუსის წარმოშობის შესახებ? - Associated press

ჩინეთის უხანის ბაზრობა
1658922862
COVID-19

ორი ახალი კვლევა უფრო მეტ მტკიცებულებას იძლევა, რომ კორონავირუსის პანდემია უხანში, ჩინეთის ბაზარზე წარმოიშვა, სადაც ცოცხალი ცხოველები იყიდება. კიდევ უფრო მყარდება თეორია, რომ ვირუსი გაჩნდა ველურ ბუნებაში და არა ჩინურ ლაბორატორიებში. ამის შესახებ Associated press-ი წერს. 

მედიასაშუალების ცნობით, კვლევა, რომელიც ჟურნალ Science-ის მიერ გამოქვეყნდა, აჩვენებს რომ ჰუანანის ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზარი, სავარაუდოდ, უბედურების ადრეული ეპიცენტრი იყო. მეცნიერები ასკვნიან, რომ ვირუსი, რომელიც იწვევს COVID 19-ს, SARS-CoV-2-ს, სავარაუდოდ ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. 

„ყველა ეს მტკიცებულება ერთსა და იმავეს გვეუბნება: ეს მიუთითებს უხანის შუაგულში არსებულ კონკრეტულ ბაზარზე,” - თქვა ერთ-ერთი კვლევის თანაავტორმა, პროფესორმა კრისტიან ანდერსენმა. 

მისივე თქმით, მას თავად ჰქონდა ეჭვი, რომ ვირუსის გავრცელება ლაბორატორიიდან მოხდა, თუმცა პროფესორის განმარტებით ეს ნაკლებ სავარაუდოა. 

„მე თვითონ ვიყავი დარწმუნებული, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა, თუმცა ძალიან ახლოს დავაკვირდი, შევისწავლე და ასე არ მომხდარა“, - აცხადებს პროფესორი. 

ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ვირუსი ღამურებიდან პირდაპირ ადამიანებზე გადავიდა, მაგრამ ივნისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გაუწია უფრო ღრმა გამოკვლევას იმის თაობაზე, გავრცელდა თუ არა ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიებიდან.

კორონავირუსის პანდემიის წარმოშობა კვლავ საკამათო საკითხად რჩება. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვა უფრო სავარაუდოა, ვიდრე სხვა მოსაზრება. 

მინესოტას უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის კოლეჯის მკვლევარმა მეთიუ ალიოტამ თქვა, რომ ორივე კვლევა ნამდვილად იძლევა ბუნებრივი წარმოშობის ჰიპოთეზის დამაჯერებელ მტკიცებულებას. 

შეგახსენებთ, მსოფლიო მასშტაბით worldometers-ის მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ს 6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დღემდე დადასტურებულია ვირუსით ინფიცირების 577,480,884 შემთხვევა, ხოლო ინფექციის დამარცხება 547,268,035 პირმა შეძლო. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 გაეროს წინააღმდეგ აქციაზე სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა - ვითარება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

🔴 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 134 000 მგზავრს მოგზაურობის გეგმების შეცვლა მოუწია - გაფიცვა Lufthansa-ში

🔴 „იაპონიაში მაიმუნი, რომელიც მოსახლეობას კვირების განმავლობაში ატერორებდა, დაიჭირეს და მოკლეს

🔴 გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ეგვიპტელი კაცი, შესაძლოა, პირდაპირ ეთერში ჩამოახრჩონ