მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაეროს წინააღმდეგ აქციაზე სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა - ვითარება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

აქცია კონგოში გაეროს მისიის წინააღმდეგ

ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მისიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ იტყობინება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. დემონსტრანტების თქმით, გაეროს მისიამ ვერ შეძლო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ძალადობრივი ჯგუფებისგან. 

გაეროში აცხადებენ, რომ თავდამსხმელებმა ადგილობრივ სამართალდამცველებს იარაღი ძალადობრივად წაართვეს და გაეროს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია ინდოელი, მაროკოელი პირები, არიან დაჭრილებიც. 

მომხდარს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა და მკაცრად დაგმო. 

„ასობით თავდამსხმელი ძალადობრივად დაესხა თავს გაეროს ძალების ბაზებს გომას და ჩრდილოეთ კივუს ნაწილებში. გაეროს წინააღმდეგ შექმნეს მოძალადე ჯგუფები. ბრბო ისვრის ქვებს, ძარცვავენ და ცეცხლს უკიდებენ ობიექტებს. ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვას“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

მოძალადე ჯგუფები გაეროს წარმომადგენლებს მოუწოდებენ კონგოს რესპუბლიკა დატოვონ. 

გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს სამშვიდობოებზე მიზანმიმართული თავდასხმა შეიძლება შეფასდეს როგორც ომის დანაშაული. გუტერეშმა კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებას მოუწოდა  სასწრაფოდ გამოიძიონ მკვლელობები და თავდამსხმელები პასუხისგებაში მისცენ. 

მედიასაშუალება წერს, რომ მინერალებით მდიდარ ქვეყანაში უამრავი მეამბოხე ჯგუფი ცხოვრობს. რეგიონის უსაფრთხოება კონგოს და უგანდის ჯარების ერთობლივი ძალების მიერ ერთწლიანი ოპერაციების მიუხედავად, მაინც გაუარესდა. 

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მშვიდობიანი მოქალაქეები ასევე იძულებულნი არიან გაუმკლავდნენ ჯიჰადის მეამბოხეების ძალადობას, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 134 000 მგზავრს მოგზაურობის გეგმების შეცვლა მოუწია - გაფიცვა Lufthansa-ში

🔴 „იაპონიაში მაიმუნი, რომელიც მოსახლეობას კვირების განმავლობაში ატერორებდა, დაიჭირეს და მოკლეს

🔴 გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ეგვიპტელი კაცი, შესაძლოა, პირდაპირ ეთერში ჩამოახრჩონ