მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა მიზნით არეგისტრირებენ რუსები საქართველოში ბიზნესებს - ექსპერტის განმარტება

ზვიად ხორგუაშვილი

მას შემდეგ რაც მრავალმა ქვეყანამ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა, საქართველოში რუსების შემოსვლამ იმატა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოში 25 000 რუსი შემოვიდა. „აი, ფაქტის“ ინფორმაციით, 1-ელიდან 4 მარტის ჩათვლით საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება 201-მა რუსმა მოისურვა. რა მიზნით არეგისტრირებენ რუსები ბიზნესს საქართველოში და რა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შეუძლიათ მათ, ამ კითხვებზე პასუხებისთვის Pia.ge ექსპერტს ეკონომიკის დარგში, ზვიად ხორგუაშვილს დაუკავშირდა. 

ხორგუაშვილის თქმით, საჭიროა სიფრთხილე, თუმცა, ის აჟიოტაჟი, რაც ბოლო დღეებში ხდება რუსების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სწორი არ არის.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორი იქნება, საქართველო შეუერთდეს რუსეთის მიმართ სანქციებს, რათა თავიდან ავირიდოთ შიში, რომელიც შეიძლება დარეგისტრირებულმა ბიზნესებმა მოიტანოს.

„ერთია რომ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მეორე მხრივ აჟიოტაჟი გამოიწვია. როცა საუბარია, მაგალითად, რომ საერთოდ არავინ არ შემოუშვათ, ეს ხომ შეუძლებელია. 2008 წელს როცა გადავიტანეთ ომი რუსეთთან, ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა სავიზო მიმოსვლა. უნდა გავყოთ, ერთია ტურისტული ნაკადი და მეორეა ის ადამიანები, რომლებიც ბინადრობის უფლებით შემოდიან. ეს შიშები მოგვარდება იმით, თუ საქართველო შეუერთდება რუსეთის მიმართ სანქციებს. იქნება ეს საბანკო, საჰაერო ზონის ჩაკეტვა თუ სხვა. ამ შემთხვევაში, ის შიში, რომ ბევრი რუსი შემოვა და დაარეგისტრირებს ბიზნესს, გამოირიცხება. ეს პრესტიჟის საკითხიცაა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ თუ სანქციებს შევუერთდებით, მთლიანად თავიდან ავირიდებთ იმ საფრთხეს, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ. მერე სამასს დაარეგისტრირებენ თუ ორი ათასს, უკვე აზრი აღარ ექნება. მაქსიმალურად დიდ ფილტრში მოხვდებიან, თუ დავაწესებთ სანქციებს“, - აღნიშნა ხორგუაშვილმა.

ექსპერტმა, ასევე, აღნიშნა, თუ რა მიზნით არეგისტრირებენ რუსები საქართველოში ბიზნესებს.

მისი თქმით, მათ სურთ ნაკლებად რისკიან ქვეყანაში გადმოიტანონ თავიანთი აქტივები.

„რუსებს უნდათ თავიანთი ფინანსების გადარჩენა და ნაკლებ რისკიან გარემოში აბანდებენ. მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს ხელისუფლებასთან ან ოლიგარქებთან დაახლოებული პირები, რომლებიც იმავეს ცდილობენ. ანუ ორი ტიპის ადამიანები არიან, ისინი ვინც არ არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან და ვინც - არიან. ეს ორასი დარეგისტრირებული ბიზნესი არაფერს არ გვაძლევს, უნდა დავაკვირდეთ როგორ გაგრძელდება. რა პოტენციური საფრთხე შეიძლება ჰქონდეთ, ამაზე მკითხაობა შეუძლებელია. ორი-სამი დღის მონაცემებით ვერაფერს ვიტყვით. რუსეთიც ეცდება თავის მხრივ არ გამოუშვას მოქალაქეები და ნაკლებმა სიმდიდრემ დატოვოს ქვეყანა“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს სავაჭრო ურთიერთობებზე რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადონ

🔴 „ნელ-ნელა დალიეთ ყავა კრუასანთან ერთად და დიდხანს უყურეთ უკრაინის განადგურებული ქალაქების ფოტოებს“ - პოდოლიაკი დასავლეთს საყვედურობს

🔴 6 მარტს ხერსონში უკრაინელმა სამხედროებმა 30 რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს

🔴 11 000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 999 ჯავშანტექნიკა, 290 ტანკი - უკრაინის გენშტაბის უახლესი ინფორმაცია

🔴 ომის დასრულების სამი სცენარი - The New York Times

🔴 რუსმა სამხედროებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი დახვრიტეს

🔴 დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

🔴 უკრაინა გაიმარჯვებს - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔴 რუსეთმა ომისთვის მობილიზებული ჯარის 95% უკვე გამოიყენა - პენტაგონი