საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6968 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1530 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1507 ლარს შეადგენს.
თურქული ლირის კურსი უცვლელია და მისი ღირებულება 0.0660 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 აგვისტოს შევა ძალაში.