მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

ლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7010 არი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1507 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1553 ლარს შეადგენს.

თურქული ლირის კურსი უცვლელია და მისი ღირებულება 0.0660 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 19 აგვისტოს შევა ძალაში.