Newshub.ge გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 6 აგვისტოს გადაღებულ ფოტოებს.
ხალხი სტუმრობს 16 მასიური სვეტისგან შემდგარ მონუმენტს „საქართველოს მატიანე“. ძეგლის მშენებლობა 1985 წელს დაიწყო და მისი ავტორი ქართველი ხელოვანი ზურაბ წერეთელია. სვეტების ზედა ნაწილებზე გამოსახულია მეფეები, დედოფლები და ეროვნული გმირები საქართველოს ისტორიიდან
თბილისი, საქართველო 📸Anadolu
გოგონა ბადახშანის პროვინციის ერთ-ერთ რაიონში წყალს სვამს. ავღანეთი ხუთი წლის განმავლობაში მეოთხე გვალვას განიცდის
ფაიზაბადი, ავღანეთი 📸AFP
ესპანეთის საზღვართან, ჩრდილოეთით, ოდის პრეფექტურაში გაჩენილი ხანძრის შედეგად კვამლი ამოდის. ხანძარს, რომელმაც ღამით პარიზის ზომის ტერიტორია მოიცვა, თითქმის 2000 მეხანძრე ებრძვის
ბანილს-სიურ-მერი, საფრანგეთი 📸Olivier Chassignole
დასავლური ჯუჯა მარმოსეტი ქალაქის ზოოპარკში არსებულ ვოლიერში. ჯუჯა მარმოსეტი (Callithrix pygmaea), რომელიც ამაზონის ჩრდილო-დასავლეთ ტროპიკულ ტყეში ბინადრობს, მსოფლიოში ყველაზე პატარა უმაღლესი პრიმატია და შეუძლია ხუთ მეტრამდე ხტომა
Ústí nad Labem, ჩეხეთი 📸Slávek Růta
ძლიერი მუსონური წვიმების შემდეგ უტარ-პრადეშის შტატში, განგის ნაპირზე, ჩაძირული სახლის სახურავზე მაწანწალა ძაღლი დგას
პრაიაგრაჯი, ინდოეთი 📸Rajesh Kumar Singh
სტუდენტი მონაწილეობს ჰიროსიმას დღისადმი მიძღვნილ მშვიდობიან მიტინგში, რომელიც ქალაქის ბირთვული დაბომბვის 80 წლისთავს მიეძღვნა
მუმბაი, ინდოეთი 📸Divyakant Solanki
ტუდორ ლაკატოსი, რომელიც სასცენო ფსევდონიმით ელვის რომანოა, ბენდ Taraful Frunzelor-თან ერთად გამოსვლისთვის ემზადება
ბუქარესტი, რუმინეთი 📸Vadim Ghirdă
პორტუგალიელი რაფაელ ლისბოა José María Martín Carpena-ს სპორტულ არენაზე ესპანეთის წინააღმდეგ კალათბურთის მატჩის დროს
მალაგა, ესპანეთი 📸Joaquin Corchero
ხალხი მონაწილეობს მხატვარ ფრიდა კალოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში 24 მექსიკელი მოცეკვავისა და 10-კაციანი მარიაჩის ჯგუფის ჩართულობით, რათა აღინიშნოს ბილინგჰემის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის მსოფლიო ცეკვის დაწყება, რომელიც 60 წლის იუბილეს აღნიშნავს
მიდლსბრო, დიდი ბრიტანეთი 📸Owen Humphreys
ვენტურას ოლქის ბაზრობაზე გამოფენილი სათამაშოები
კალიფორნია, აშშ 📸Allison Dinner
დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ქალაქში, გზის თავზე დამონტაჟებულია დრონების საწინააღმდეგო ბადეები აშშ-ის ელჩის სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების დროს მოსკოვში
კოსტიანტინოვკა, უკრაინა 📸Oleksandr Ratushniak
ნაგმა ალ-აიდი, ოთხი წლის პალესტინელი გოგონა, დედამისს ეხუტება, როდესაც ისინი ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში კარავში არიან შესახლებულნი
დეირ ალ-ბალაჰი, ღაზა 📸Anadolu
ქალი ქალაქის მოდის კვირეულის დროს ანა სოფი მადსენის ჩვენებაზე ჩავიდა
კოპენჰაგენი, დანია 📸Christian Vierig