მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ტარას შევჩენკოს ბიუსტი, დები ყურანის შესწავლის პროცესში და უცხოპლანეტელი საჰაერო ბუშტი - 8 აგვისტოს ფოტოები მსოფლიოდან

კოლაჟი

Newshub.ge გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 8 აგვისტოს გადაღებულ ფოტოებს.

პრეზიდენტ ხავიერ მილეის მიერ კონგრესის მიერ საპენსიო ხარჯების გაზრდისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის გაფართოების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადების წინააღმდეგ გამართული აქციის დროს, პროტესტის მონაწილე პოლიციის კორდონს უპირისპირდება
ბუენოს-აირესი, არგენტინა📷Rodrigo Abd/AP

„არია“ - ესპანური ზენიტის საჰაერო ბალეტის წევრების წარმოდგენა გემთსაშენი კუნძულის ტერიტორიაზე, სიგეტის 31-ე ფესტივალის ფარგლებში
ბუდაპეშტი, უნგრეთი📷Tamas Vasvari/EPA

მოსახლეობა იკრიბება უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ბიუსტის გვერდით ინტერაქციულ ინსტალაციაზე სახელწოდებით „სამყარო შევჩენკოს თვალით“, რომელიც უკრაინელი მხატვრის სერგეი ზაპადნიას ნამუშევარია და კიევის ცენტრში მდებარე პარკშია გამოფენილი
კიევი, უკრაინა📷Roman Pilipey/AFP/Getty Images

ბენინის ნიღბების ფესტივალის მონაწილეები წმინდა გუნოუკოს ნიღბებს წარადგენენ. დღესასწაული ფერადი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებითაა წარმოდგენილი
პორტო-ნოვოს რეგიონი, ბენინი📷Charles Placide Tossou/Reuters

კასტაიკის კანიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად ევაკუირებული ცხენი. ლოს-ანჯელესის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 60 მილის დაშორებით მდებარე პირუს ტბასთან ახლოს გაჩენილი ხანძარი 405 ჰექტარზე მეტ ფართობს მოედო და ათასობით ადამიანს სახლების დატოვება აიძულა
კალიფორნია, აშშ📷Allison Dinner/EPA

ვიზიტორები დედაქალაქის მფარველი წმინდანის El Divino Salvador del Mundo-ს (მსოფლიოს ღვთაებრივი მხსნელის) დღესასწაულზე ატრაქციონით ტკბებიან
სან-სალვადორი, სალვადორი📷José Cabezas/Reute

ბერიმენ ენდრიუ ტეილორი ტონი ჰემლინთან ერთად ვისკის იზიარებს. ბერიმენების აღლუმი ყოველწლიურად სამხრეთ ქუინსფერის ქალაქში იმართება, რომლის ცენტრალური ფიგურაც Burryman ან Burry Man გახლავთ
შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი📷Jane Barlow/PA

დები: ჰალა, ალმა და სემა კამილ მოჰამედ ალ-მისრი ყურანს უფროსი დის - ნადას ხელმძღვანელობით ზეპირად სწავლობენ. რაფადან იძულებით გადაადგილების შემდეგ, მათ რელიგიური სწავლება პატარა კარვის მეჩეთში განაგრძეს. დის მიერ წახალისებული გოგონები ჰაფიზის შესწავლას ნგრევისა და დანაკარგის ფონზე ცდილობენ
ხან-იუნისი, ღაზა📷Anadolu/Getty Images

ბრისტოლის ყოველწლიურ საერთაშორისო საჰაერო ბუშტების ფესტივალზე უცხოპლანეტელის ფორმის საჰაერო ბუშტი აფრინდა
ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი📷Toby Melville/Reuters

თურქული ანგორული კატა ანკარის უნივერსიტეტის კატების დაცვის, გადარჩენისა და ხელშეწყობის ცენტრში ხის თავშესაფრიდან იყურება. ვეტერინარიის ფაკულტეტი კატებს უსაფრთხო პირობებში ამყოფებს და ახალი ოჯახების ძიებაში ეხმარება
ანკარა, თურქეთი📷Anadolu/Getty Images