მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა რუსეთის სამხედრო შემოჭრის შედეგად - უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

რუსეთის სამხედრო შემოჭრის შედეგად

რუსეთის სამხედრო შემოჭრის შედეგად  2 000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამ დროის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ასობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები გაანადგურა.

„მაშველების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ხალხის გადარჩენაზე. 150-ზე მეტი ადამიანი გადარჩა, 400-ზე მეტი ხანძარი ლიკვიდირებულია მტრის დაბომბვის შემდეგ, 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა“, - აცხადებენ უწყებაში. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 10 მაშველი დაიღუპა და 13 დაშავდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

ამავე თემაზე: 

📣 კრემლი იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად დასახელებას გეგმავს

📣 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს

📣 კიევის დაცემის შემთხვევაში ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება, შესაძლოა მანამდეც - კახა გოგოლაშვილი