მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსები „აზოვსტალს“ ისევ ბომბავენ - უკრაინის გენშტაბი

აზოვსტალი

„მტერი აწარმოებს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამარცხოს მოკავშირეთა ძალები, დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და უზრუნველყოს სახმელეთო გზა ამ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

შტაბის ინფორმაციით, ვოლინის, პოლისიასა და სევერსკის რაიონებში მტერმა არ განახორციელა აქტიური მოქმედება, არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ცვლილებები მტრის ქვედანაყოფების პოზიციასა და საქმიანობაში, რომლებიც იცავენ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკრაინულ-ბელორუსულ და უკრაინულ-რუსულ მონაკვეთებს.

რაც შეეხება სლობოჟანსკის მიმართულებას, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დაბომბვას საარტილერიო და სარაკეტო ყუმბარმტყორცნებით ხარკოვის, კარასივკას, პრუდიანკასა და კორორბოჩკინოს დასახლებებში.

იზიუმ - ბარვინკოვისა და იზიუმ - სლოვიანსკის მიმართულებით, მტერი ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა.

„დონეცკის მიმართულებით მტერმა განახორციელა საარტილერიო დაბომბვა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე. ქალაქ მარიუპოლში, მტერმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ჩვენი ჯარების პოზიციებზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ასევე, თავდასხმის ოპერაციებს ატარებს სოფელ პოპასნაიაზე“, - წერს უკრაინის გენერალური შტაბი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აშშ არ დაუწესებს სანქციებს კაბაევას პუტინის გაბრაზების შიშით - Wall Street Journal

✔️ „დასავლეთს ძალიან ეშინია, რუსეთი იმარჯვებს“ - რუსული მედია

✔️ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა - ლოიდ ოსტინი

✔️ „ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ს მაღალჩინოსნების ვიზიტი კიევში უკრაინისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“ - ზელენსკი

✔️ „დამოუკიდებელი უკრაინა პუტინზე ბევრად დიდხანს იარსებებს“ - ენტონი ბლინკენი