მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსებმა აღდგომა უკრაინელების სისხლისაგან გააწითლეს, ქრისტიანები ამას არ გააკეთებდნენ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსმა დამპყრობლებმა უკრაინელების სისხლის დაღვრით უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულზე დაამტკიცეს, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანული ზნეობა მათ არ ეხებათ.

„რუსეთს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ, მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავდა რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარში, რომელსაც განსაკუთრებული სიტყვები სჭირდება, განსაკუთრებული ქცევა, მაგრამ არა ის, რასაც ე.წ. რწმენა და ქრისტიანული სიკეთე ჰქვია.

რუსმა ჯარმა ეს აღდგომა არა მხოლოდ ფორმალურად კალენდარში გააწითლა, არამედ სისხლით გააწითლა. ქრისტიანები ამას არ გააკეთებდნენ, მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ. ასე რომ, ეკლესიაში სანთლის ხელში ტარება არ ნიშნავს იყო ქრისტიანი. ყოველწლიურად აღდგომის აღნიშვნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყო ადამიანი, იყო ქრისტიანი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ 🎥 რუსეთის ქალაქ ბრიანსკში ნავთობსაცავში ძლიერი ხანძარია

✔️ აშშ არ დაუწესებს სანქციებს კაბაევას პუტინის გაბრაზების შიშით - Wall Street Journal

✔️ რუსები „აზოვსტალს“ ისევ ბომბავენ - უკრაინის გენშტაბი

✔️ „დასავლეთს ძალიან ეშინია, რუსეთი იმარჯვებს“ - რუსული მედია

✔️ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა - ლოიდ ოსტინი