მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

7 მარტს მარიუპოლი უმოწყალოდ დაიბომბა, მიცვალებულებს ეზოებში კრძალავენ - უკრაინული მედია

მარიუპოლი

7 მარტს მარიუპოლი უმოწყალოდ დაიბომბა. ქალაქი განადგურდა, ელექტროენერგია, სითბო და გაზი პრაქტიკულად არ არის, ბევრი გარდაცვლილი კი ეზოებშია დაკრძალული. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ბრძოლას ქალაქისთვის. მტრის ცეცხლი არ ცხრება. ქალაქის ყველა უბანში ნგრევაა: ჩამსხვრეულია ფანჯრები, დანგრეულია ბინები თუ სახლები.

მარიუპოლში არ არის დენი, წყალი და გაზი. ასევე არ არის მობილური კომუნიკაცია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გარკვევა შეუძლებელია. 

მარიუპოლის დამცველები აჩერებენ მტრის მცდელობებს ქალაქში შეჭრასთან დაკავშირებით. თავად მარიუპოლის მცხოვრებლებსაც არ სურთ ქუჩებში დამპყრობლების დროშების დანახვა და აქტიურად ეხმარებიან ერთმანეთს.

დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის დათვლა ჯერ კიდევ ძალიან რთულია. გარდაცვლილთა ცხედრებს მეზობლები კერძო სახლების ეზოში კრძალავენ“ - წერს UNIAN.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 🎥ჟიტომირის რაიონში საჰაერო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

🔴 ზელენსკიმ რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი მიიღო

🔴 „რუსეთისგან გაზისა და ნავთობის ყიდვის შეწყვეტა ჯერჯერობით შეუძლებელია“ - ბორის ჯონსონი

🔴 „არის მცირე პოზიტიური წინსვლა“ - რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა

🔴 უკრაინელებმა ოდესის სანაპიროსთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე ჩაძირეს

🔴 „მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში რუსეთი უკრაინაზე შემდგომი ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებას არ აპირებს“ - დიმიტრი პესკოვი 

🔴 რა მიზნით არეგისტრირებენ რუსები საქართველოში ბიზნესებს - ექსპერტის განმარტება

🔴 ომის დასრულების სამი სცენარი - The New York Times