მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამერიკელები ცინიკურად იყვნენ დაკავებულნი ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნით და ამ პროცესში დიდ ფულს დებდნენ“ - დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე

დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავზე ამბობს, რომ დასავლეთის გეგმაა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება და ამაში რუსეთის მეზობელი ქვეყნების გამოყენება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე 2008 წლის ქართული აგრესია და უკრაინის კონფლიქტი არის თუ არა ერთ ჯაჭვში და არის თუ არა ეს ყველაფერი იმავე გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც დასავლეთის მიერაა წამოწყებული, მედვედევმა უპასუხა:

„ეჭვგარეშე. ეს არის ერთიანი პროცესი და საერთო გეგმა, რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ის მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების და სხვა ანგლო-საქსური ქვეყნების სურვილია, არიოს სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში.

როგორ? მეზობლების მეშვეობით, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ამერიკელები ცინიკურად იყვნენ დაკავებულნი ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნით და ამ პროცესში დიდ ფულს დებდნენ. იქ დიდი რაოდენობით ინსტრუქტორები გაგზავნეს ქართული ჯარის მობილიზებისთვის. იარაღით იყვნენ დატვირთული. ფაქტობრივად, ისინი უბრალოდ უბიძგებდნენ სააკაშვილს აგრესიის განსახორციელებლად სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ“, - განაცხადა მედვედევმა.