მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა შეწყვიტა, რათა ვლადიმერ პუტინისთვის დაერეკა

შეხვედრა თეთრ სახლში

„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიმდინარე გაფართოებული შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან შეწყვიტა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის დაერეკა“, - წერს Sky News. 

როგორც მედია იუწყება, ზარის განხორციელების შემდეგ, სამიტი ჩვეულებრივ გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ზარს ის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გეგმავდა. 

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა, რომ რუსეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ის ვაშინგტონში ლიდერებთან დღეს განიხილავს, არის „თუ ვინ რას გააკეთებს“.

„ჩვენ, ასევე, უნდა განვიხილოთ ტერიტორიების შესაძლო გაცვლა. ასეთი გაცვლები უნდა მოხდეს ამჟამინდელი საკონტაქტო ხაზის გათვალისწინებით. ეს ნიშნავს ომის ზონას, ომის ხაზებს, რომლებიც ახლა, საკმაოდ აშკარაა“, - დასძინა მან.