მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის ემზადება - ინალ არძინბა

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული „საგარეო საქმეთა მინისტრის“, ინალ არძინბას განცხადებით, აფხაზური მხარე ემზადება, მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდში, რომელიც 4-5 აპრილს არის დაგეგმილი. არძინბას თქმით, მათი მოთხოვნა იქნება, საქართველომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტი. 

„ჩვენ ვემზადებით 4-5 აპრილის მორიგი რაუნდისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ის კიდევ ერთხელ არ იქნება გადატანილი ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე და არანაირი საორგანიზაციო თუ ტექნიკური სირთულეები არ იქნება, მათ შორის, ჩვენი თანამშრომლებისა და სხვა მონაწილეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით. საქართველოსგან მოვითხოვთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებას“, - აცხადებს ინალ არძინბა და აღნიშნავს, რომ აფხაზური მხარე მჭიდრო კოორდინაციაშია კოლეგებთან რუსეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“.

ჟენევის რიგით 57-ე დისკუსიები თავდაპირველად 21-22 თებერვალს იყო დაგეგმილი. დისკუსიებს საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა.

იხილეთ ასევე:

👉 ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინმა წააგო ენერგეტიკული ბრძოლა, შანტაჟმა არ გაამართლა

👉 უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტში „ვაგნერელების“ თავდასხმა მოიგერიეს - ლიკვიდირებულია 8 რუსი

👉 ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე - სააკაშვილი

👉 დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა ვერსია განიხილება, შეიცვლება თუ არა გოგონას გარდაცვალების საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლი?