მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ არის გამორიცხული, რომ კიევი და ოდესა რუსეთის შემდეგი თავდასხმების მიმართულება იყოს - დენისენკო

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი

არ არის გამორიცხული, რომ კიევი და ოდესა იყოს რუსეთის შემდეგი თავდასხმების მიმართულება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„თუ ვისაუბრებთ რუსული ჯარების დაჯგუფებაზე ბელორუსიაში - სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ კიევი იყოს მათი თავდასხმის შემდეგი ეტაპი. ისევე როგორც არ არის გამორიცხული, რომ ოდესა თეორიულად მათი შეტევების შემდეგი ეტაპი იყოს. მაგრამ ახლა ყველა საკვანძო სამხედრო ქმედება იქნება ორიენტირებული დონბასზე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

მისი თქმით, პრიორიტეტული მიმართულებები იგივე რჩება, რაც ბოლო დღეებში იყო.

„ლუგანსკის რეგიონში ეს არის პოპასნა, რუბეჟნოე, დონეცკის რეგიონში ეს არის მარიუპოლი, რომელიც აგრძელებს მხნედ დგომას და ბრძოლას. და ეს არის მიმართულება სლავიანსკისკენ - კრამატორსკისკენ“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

რუსული ავიაციის აქტიურობა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში გაიზრდება - ბრიტანული დაზვერვა

✅ 19 100 რუსი სამხედრო, 1 895 ჯავშანმანქანა, 705 ტანკი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

✅ უკრაინელებმა რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი მოკლეს

 უკრაინის საჰაერო ძალებმა ფრთოსანი რაკეტა, უპილოტო აპარატი და ვერტმფრენი გაანადგურეს

✅ უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით რუსების ორი შეტევა მოიგერიეს - განადგურდა 50-მდე ოკუპანტი

✅ მტერი სერიოზული გარღვევისთვის ემზადება - სერგეი გაიდაი

✅ მოსკოვი საქართველოს რუსეთისკენ „საეჭვო კოღოების“ გაშვებაში ადანაშაულებს

🎥 უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განხორციელდა - არის მსხვერპლი

✅ უკრაინა გახდა ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ქვეყანა - ვერეშჩუკი