მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა ხერსონის გასათავისუფლებლად ემზადება - ISW

უკრაინა ხერსონის გასათავისუფლებლად ემზადება

უკრაინული ჯარი ხერსონის გასათავისუფლებლად ემზადება, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ 6 ივლისს რუსებმა ჩაატარეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთით და აგრძელებენ საარტილერიო სროლას სამხრეთ ღერძის მასშტაბით უკრაინის თავდასხმების მოსაგერიებლად.

თავის მხრივ, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს სარაკეტო თავდასხმებით.

„FIRMS-ის დისტანციური ზონდირების მონაცემებმა აჩვენა ხანძრის დიდი რაოდენობა ხერსონ-ნიკოლაევის საზღვრებთან და ხერსონ-დნეპროპეტროვსკის ოლქის გასწვრივ. გეოლოკირებული კადრები ასახავს უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის საარტილერიო სროლას სნიგურივკასა და ანდრიივკას რაიონებში ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონების საზღვარზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სატელიტური სურათების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ოკუპანტის პოზიციები ხერსონში (ჩორნობაივკას მახლობლად). ასევე, იერიში მიიტანეს რუსების საბრძოლო მასალის საცავზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას“ - რუსეთის  ყოფილი პრემიერი

🔴 „ის, რის ექსპორტსაც რუსეთი დღეს მსოფლიოში ახორციელებს, არის სიკვდილი, კრიზისი და სიცრუე“ - დმიტრო კულება

🔴 ლისიჩანსკის აღება ოკუპანტებს ლუგანსკზე კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს - ბრიტანული დაზვერვა

🔴 „დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 ვლადიმერ პუტინი, ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან არ გამორიცხავს