მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას“ - რუსეთის  ყოფილი პრემიერი

უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას

უკვე 2022 წლის ბოლოსთვის უკრაინის ომში გარდამტეხი მომენტი იქნება. უბედურება ელოდება რუსეთის ფედერაციას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილო კასიანოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკის კოლაფსმა შეიძლება, გამოიწვიოს უკრაინის არმიის გამარჯვება, რომელიც ყოველდღიურად ზრდის თავის პოტენციალს.

„პრაქტიკულად, ომი გადაიქცა ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალების შეჯიბრში. რა თქმა უნდა, პუტინის რუსეთისთვის ეს რთული გამოცდაა, იგივე სანქციების გათვალისწინებით. რომლის ეფექტი ყოველ კვირას, ყოველ თვეში მატულობს. ჩვენ ვხედავთ ინფლაციას: ქუჩაში ხალხის ნებისმიერი გამოკითხვა აჩვენებს, რომ პროდუქტები და მედიკამენტები მინიმუმ ორჯერ გაძვირდა“, - აცხადებს პოლიტიკოსი.

პოლიტიკოსის თქმით, რუსეთში საავტომობილო ინდუსტრია საერთოდ დაეცა.

„ყველა ქარხანა გაჩერდა, გარდა Lada-ს წარმოებისა. ტრაგედია მთელ ეკონომიკას მოედო. მთელი ინდუსტრიის ყველა ლოგისტიკური ჯაჭვი ფაქტობრივად დაირღვა. დიახ, რუსეთის ფედერაცია ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, მაგრამ იმპორტის გარეშე, რომელიც ორჯერ შემცირდა, პრობლემები ყოველთვიურად იზრდება“, - აცხადებს კასიანოვი.

ის დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე მდგომარეობა სრულიად შეიცვლება.

„უკრაინის არმიის მზარდი სამხედრო პოტენციალისა და რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შემცირების გათვალისწინებით, წლის ბოლოსთვის ფრონტზე ვითარება შეიძლება შეიცვალოს“, - აცხადებს პოლიტიკოსი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „არავითარი ტერორისტული თავდასხმა იქ არ მომხდარა“ - პუტინი კრემენჩუგში მომხდარ თავდასხმაზე

🔴 99% ხელების და ფეხების გარეშე - „აზოვსტალის“ დამცველის სერგეი ვოლინას და გათავისუფლებული დამცველების მდგომარეობაზე

🔴 „დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 „წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში“ - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

🔴 ვლადიმერ პუტინი, ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან არ გამორიცხავს