მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

აშშ და მოკავშირეები რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულად აკრძალვას განიხილავენ - Bloomberg

სამხედროები

უკრაინის საკვანძო მოკავშირეების ნაწილი, მათ შორის აშშ განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთიდან ექსპორტის დიდ ნაწილზე სრული შეზღუდვა დააწესონ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამან შესაძლოა, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვიოს მის მიერ უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო. 

„ბლუმბერგი“ ამ საკითხში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების თანამდებობის პირები ამ იდეას იაპონიაში, მაისში დაგეგმილ სამიტამდე განიხილავენ. 

წყაროების თქმით, აღნიშნული მიდგომა შეცვლის სანქციების მოქმედ რეჟიმს და აკრძალავს ყველა სახის ექსპორტს, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა. 

თუმცა, Bloomberg-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ იდეა განხილვის პროცესშია და ის შეიძლება დამტკიცების ეტაპზე არც გადავიდეს.