აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ევროპელი ლიდერები 18 აგვისტოს, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ შეექმნათ სამუშაო ჯგუფი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესამუშავებლად. მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. იტყობინება The Wall Street Journal ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემამ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფში შევლენ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები და ნატოს ოფიციალური პირები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაზე იმუშავებენ.
ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, უსაფრთხოების გარანტიები 4 კომპონენტისგან შედგება: 👇
✔️ სამხედროების ყოფნა უკრაინაში
✔️ საჰაერო თავდაცვა
✔️ შეიარაღება
✔️ საომარი მოქმედებების შეწყვეტის მონიტორინგი
ოფიციალურმა პირებმა გამოცემას, ასევე, განუცხადეს, რომ აშშ-ს შეუძლია ევროპელ სამშვიდობოებს არაპირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა რამდენიმე გზით გაუწიოს, „მაგრამ არა ამერიკელი ჯარების ადგილზე განლაგებით“.