მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკრაინაში, სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში ჩავა

აშშ-ის სამხედრო დახმარება

შეერთებული შტატებიდან უკრაინისათვის განკუთვნილი 800 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი დახმარების პირველი რეისი, რეგიონში სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათში ჩავა, - ამის შესახებ თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ამბავს CNN იუწყება.

ოფიციალური პირის განცხადებით, უკრაინელები დახმარების პაკეტს საზღვარზე აიღებენ და ქვეყანაში თავად შეიტანენ.

ზუსტი აღწერა თუ რა იგზავნება უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად გამჟღავნებული არ არის. მიუხედავად ამისა, ოფიციალურმა პირებმა აქამდე განაცხადეს, რომ ისეთი გადაუდებელი საჭიროების აღჭურვილობა, როგორიცაა ჰაუბიცები, მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები და რადარები, უკრაინისთვის ყველაზე პირველი გაიგზავნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გაერო: რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება

👉 კიევის რეგიონში 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

👉 TASS: ჩაძირული კრეისერის „მოსკვას“ ეკიპაჟი სევასტოპოლში გადაიყვანეს

👉 რუსეთში კიევზე მასიური სარაკეტო იერიშით კვლავ იმუქრებიან

👉 პუტინს გერმანიის სტაბილურობა ხელში უჭირავს - უკრაინის ელჩი გერმანიაში