მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-ის დახმარებამ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება რადიკალურად შეცვალა“ - ლოიდ ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელი

„შეერთებული შტატების უპრეცედენტო გადაუდებელმა დახმარებამ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საგრძნობლად შეცვალა ვითარება ბრძოლის ველზე და მნიშვნელოვნად გააძლიერა უკრაინული ძალები“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.  

მისივე თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მომავალშიც გაიზრდება.

„კონგრესის დახმარებით შეერთებულმა შტატებმა უპრეცედენტო სისწრაფითა და მონდომებით შეძლო უკრაინას თავდაცვითი დახმარების გაწევა და და ამან ადგილზე სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნული ნათლად დაადასტურა. 

მინდა ასევე შეგახსენოთ, რამშტეინში შექმნილი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი არის ლიდერების ასოციაცია მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მზად არიან, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა ოსტინმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უნგრეთმა დანილოვის სიტყვებს, თითქოს პუტინმა გააფრთხილა უნგრეთი ომის შესახებ, ყალბი ინფორმაცია უწოდა

✔️ „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული პირები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ - The Guardian

✔️ „ირპენი ყოველდღე უფრო ცოცხლდება და ყვავის, მალე ყველა შეძლებს სახლში დაბრუნებას“ - ირპენის მერი

✔️ ნიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკრაინელებმა მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს

✔️ „ახლა აზოვსტალში შტურმით იჭრებიან“ - „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე