მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების გაგზავნის შესახებ კანონპროექტი მიიღო.

„შეერთებული შტატები დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი იცავენ მათ დემოკრატიას რუსეთის აგრესიისგან. ამ კანონპროექტში შეტანილი დამატებითი რესურსები საშუალებას მოგვცემს, უკრაინას გავუგზავნოთ მეტი იარაღი, როგორიცაა საარტილერიო, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ.

კანონპროექტი პალატაში ფართო მხარდაჭერით 368-57 ხმით დამტკიცდა. ის გადაეცემა სენატს, საბოლოოდ კი ხელს მოაწერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„ჩვენ მოუთმენლად ველით სენატის ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელებას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად მივიტანოთ პრეზიდენტის მაგიდასთან და უკრაინის მიმართ დახმარება შეუფერხებლად გაგრძელდეს“, - დასძინა პსაკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ 🎥 უკრაინელებმა რუსებს „ფეიერვერკი“ მოუწყვეს - მათ დამპყრობლების პოზიციებს დაარტყეს

✔️ პუტინის გამოსვლა მოსკოვში გამართულ აღლუმზე აჩვენებს მის მზადებას „უკან დახევისთვის“ - გერმანელი ჟურნალისტი

✔️ „რუსულმა ძალებმა სპეცოპერაციის დაწყებიდან 807 უკრაინული დრონი გაანადგურეს“ - იგორ კონაშენკოვი