მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსულმა ძალებმა სპეცოპერაციის დაწყებიდან 807 უკრაინული დრონი გაანადგურეს“ - იგორ კონაშენკოვი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყებიდან რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს 800-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და 300-ზე მეტი საზენიტო სარაკეტო სისტემა.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან სულ განადგურებულია 164 თვითმფრინავი, 125 ვერტმფრენი, 807 უპილოტო საფრენი აპარატი, 302 საზენიტო სარაკეტო სისტემა“, - აღნიშნა კონაშენკოვმა.

მან დასძინა, რომ, ასევე, განადგურდა თითქმის 3 000 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 360 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, 1 455 საველე არტილერია, ასევე, 2 808 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ 🎥 უკრაინელებმა რუსებს „ფეიერვერკი“ მოუწყვეს - მათ დამპყრობლების პოზიციებს დაარტყეს

✔️ პუტინის გამოსვლა მოსკოვში გამართულ აღლუმზე აჩვენებს მის მზადებას „უკან დახევისთვის“ - გერმანელი ჟურნალისტი

✔️ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონპროექტი მიიღო