მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის გამოსვლა მოსკოვში გამართულ აღლუმზე აჩვენებს მის მზადებას „უკან დახევისთვის“ - გერმანელი ჟურნალისტი

ვლადიმერ პუტინი

„რუსეთის დიქტატორის პუტინის გამოსვლა მოსკოვში გამართულ აღლუმზე აჩვენებს მის მზადებას „უკან დახევისთვის“, - ამის შესახებ „რადიო NV“-ის ეთერში გერმანელმა ჟურნალისტმა, წიგნის „პუტინოკრატიის“ ავტორმა ბორის რეიტშუსტერმა განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, პუტინის გამოსვლა ტრადიციულად სიცრუით იყო გაჯერებული, მაგრამ მის რიტორიკაში გარკვეული ცვლილებები შეიძლება გამოიკვეთოს.

„ის ამბობდა, რომ უკრაინას ათავისუფლებს ნაცისტებისაგან, უკრაინა თავს დაესხმებოდა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ აქ სულ სხვა მიზნები იყო... ანუ ეს ჯერ კიდევ სიტყვიერი უკან დახევაა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პუტინი ჩეკისტია. ეს შეიძლება ისევ მორიგი სატყუარა იყოს. მაგრამ მაინც, დიდი ალბათობით, ის ამზადებს გზას უკან დახევისთვის. ეს ან მორიგი ხრიკია, ან მოტყუება, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით”, - დასძინა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, პუტინმა მანამდე „მთელი უკრაინის ფაშისტებისგან განთავისუფლება“ გამოაცხადა, ახლა კი მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთზე საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ 🎥 უკრაინელებმა რუსებს „ფეიერვერკი“ მოუწყვეს - მათ დამპყრობლების პოზიციებს დაარტყეს

✔️ „რუსულმა ძალებმა სპეცოპერაციის დაწყებიდან 807 უკრაინული დრონი გაანადგურეს“ - იგორ კონაშენკოვი

✔️ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონპროექტი მიიღო