მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მერკელი არასოდეს ენდობოდა პუტინს“ - ბუნდესტაგის დეპუტატი

ვლადიმერ პუტინი, ანგელა მერკელი

გერმანიის ხელისუფლება აღიარებს, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება მცდარი იყო. ამასთან, ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი არასოდეს ენდობოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან თომას ჰეილმანმა TSN.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლური სამყაროს და განსაკუთრებით გერმანიის მიერ გატარებული პოლიტიკა არ იყო საუკეთესო, რადგან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის თავიდან აცილება შეუძლებელი აღმოჩნდა.

„მე ველაპარაკე მერკელს. მე მას 20 წელია ვიცნობ და ის ყოველთვის ამბობდა, რომ პუტინი ცრუობს. ამიტომაც, არასოდეს ენდობოდა პუტინს. მან პირადად მითხრა პირადად საუბარში, რომ არ ენდობოდა პუტინს. მან თქვა, რომ ის იტყუება. ამიტომ, ჩვენ არ გვიკვირს, რომ ის მატყუარაა“, - განაცხადა ჰეილმანმა.

პოლიტიკოსმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია არ ენდობა რუსეთს. თუმცა, ზოგჯერ პოლიტიკურ ასპარეზზე მაინც ჭარბობს ქვეყნების ეკონომიკური ინტერესები.

„ჩვენ მათ {რუსებს} პირადად არ ვენდობით და ვიცით, რომ ისინი, სამწუხაროდ, გვატყუებენ, მაგრამ ეკონომიკური ინტერესები ჩვენზეა დამოკიდებული ისევე, როგორც ჩვენ მათზე“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი „რუსეთის ეკონომიკური თვითმკვლელობაა“. ეს რუსეთს 30-40 წლით უკან დააბრუნებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ უკრაინელებმა ხარკოვში კონტრშეტევის დროს 30 რუსი სამხედრო გაანადგურეს, 2 კი ტყვედ აიყვანეს

✔️ „რუსულმა ძალებმა სპეცოპერაციის დაწყებიდან 807 უკრაინული დრონი გაანადგურეს“ - იგორ კონაშენკოვი

✔️ 🎥 უკრაინელებმა რუსებს „ფეიერვერკი“ მოუწყვეს - მათ დამპყრობლების პოზიციებს დაარტყეს

✔️ პუტინის გამოსვლა მოსკოვში გამართულ აღლუმზე აჩვენებს მის მზადებას „უკან დახევისთვის“ - გერმანელი ჟურნალისტი

✔️ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონპროექტი მიიღო