მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აზოტი“ იქნება მეორე „აზოვსტალი“ რუსი ოკუპანტებისთვის - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

„აზოტი“ იქნება მეორე „აზოვსტალი“ რუსი ოკუპანტებისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები, რომლებიც იმყოფებიან აზოტის ქიმიური ქარხნის ბუნკერებში, სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონაში, დროებით ხელს შეუშლიან რუსეთის ძალებს მისიების შესრულებაში, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ერთ თვეზე მეტი სასტიკი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის ჯარები აკონტროლებენ სევეროდონეცკის დიდ ნაწილს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რამდენიმე ასეულ სამოქალაქო პირთან ერთად, თავს მიწისქვეშა ბუნკერებს „აზოტის“ ქიმიურ ქარხანაში აფარებენ. ამის გამო, რუსული ძალები სავარაუდოდ განლაგდებიან აზოტის ქიმიურ ქარხანასთან და მის მიდამოებში, იქამდე ვიდრე უკრაინელ მებრძოლებს მიწისქვეშა ბუნკერებში შეუძლიათ თავის გადარჩენა. ეს, სავარაუდოდ, დროებით ხელს შეუშლის რუსეთს აზოტის ქარხანასთან მყოფი დანაყოფების სხვა ტერიტორიაზე გადაყვანაში“, - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაზვერვის თქმით, მსგავსი ვითარება იყო მარიუპოლისა და აზოვსტალის ქარხნის თავდაცვის დროს: უკრაინული ჯარები დიდი ხნის განმავლობაში აკავებდნენ ოკუპანტების დიდ ძალებს ფრონტის ამ მონაკვეთზე.

„რუსეთის ურბანული ომის ტაქტიკას, რომელიც ძირითადად არტილერიის ძლიერ გამოყენებაზეა დამოკიდებული, დიდი თანმხლები ზიანი ჰქონდა მთელ ქალაქში“, - აღნიშნულია  დაზვერვის განცხადებაში.  

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 კრემლს უკრაინაში ომის წარმოების სამი სცენარი აქვს - აშშ-ის დაზვერვა

👉 უკრაინას მეტი მძიმე იარაღი სჭირდება - იენს სტოლტენბერგი

👉 სამხრეთით უკრაინელება 70 ოკუპანტი გაანეიტრალეს და 60 ერთეულზე მეტი ტექნიკა გაანადგურეს

👉 უკრაინაში ომის შეჩერება ნატოს ჩარევის გარეშე შეუძლებელია - აშშ-ის არმიის გენერალი

👉 რუსეთი, უპრეცედენტო ეკონომიკური ომის გამო, რთულ სიტუაციაშია - დმიტრი პესკოვი