მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აზოველები“ მოკვლამდე აწამეს, რუსეთი მათ გაცვლას არ აპირებდა - უკრაინის დაზვერვა

აზოვის პოლკი

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე ახალ დეტალებს აქვეყნებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. 

როგორც უკრაინული მხარის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსულ მხარეს არ ჰქონდა განზრახული სამხედრო ტყვეების გაცვლა.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ აგრესორებმა განზრახ მოკლეს და აწამეს ტყვეები. 

„ტყვეების დაკითხვებს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროება, „ვაგნერი“ და რუსული „ეფესბე“ ატარებდნენ. დაკითხვის დროს უკრაინელ სამხედრო ტყვეებს აწამებდნენ. ასეთი ზომები, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავდა არა გარკვეული კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას, არამედ ბულინგის, ფიზიკური დამცირების, ფსიქოლოგიურ დემორალიზაციას“, - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.  

დაზვერვამ აღნიშნა, რომ ეს დაკითხვები რეგულარულად ტარდებოდა, მაგრამ არ იყო წარმატებული, რადგან უკრაინელმა ტყვეებმა წარმოუდგენელი სიმტკიცე გამოიჩინეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, პერსონალურად მოვთხოვო პასუხი დანილოვს, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს, რას შეგვჭამა“ - გიორგი ვაშაძე

👉 „დღესაც მიმაჩნია, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები“ - ოლექსი დანილოვი

👉 რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?