მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის მიზანი ადამიანების გამწარებაა, შეგვიძლია რუსეთს ვუწოდოთ ტერორისტების ბანდა - ალექსეი გონჩარენკო

ალექსეი გონჩარენკო

„ჩვენ შეგვიძლია რუსეთს ვუწოდოთ ტერორისტების ბანდა, მათი მიზანი ადამიანების გამწარებაა“, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

უკრაინელი დეპუტატის განცხადებით, რუსეთის მიზანი სამოქალაქო ობიექტებია. 

მისი თქმით, უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების გათიშვას ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვება. 

„მასობრივი დაბომბვის ობიექტი იყო არამხოლოდ კიევი, არამედ მთელი უკრაინა. იერიში მიიტანეს სამოქალაქო ობიექტებზე და ელექტროგადამცემ ხაზებზე. მიზანი იყო სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა. ახლა მთელი უკრაინა  დენის გარეშეა დარჩენილი. მთელი უკრაინა ახლა სრულად ჩაბნელებულია. ტრანსფორმატორები ავარიულად გაითიშა, ეს არის ძალიან საშიში. ატომური ელექტროსადგურების გათიშვას ძალიან მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ამ ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო ტერორისტი.

ჩვენ შეგვიძლია რუსეთს ვუწოდოთ ტერორისტების ბანდა, რომელიც სჩადის ამ ყველაფერს. მათ [რუსებმა] გადაწყვიტეს - ყინვაში, ზამთარში დატოვონ ხალხი დენის გარეშე, აი. ეს არის რუსეთის სახე.

რუსეთის მიზანი არის ადამიანების გამწარება. ამ სარაკეტო იერიშს არანაირი გავლენა არ მოუხდენია სამხედრო პოზიციებზე, ზარალდებიან მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები. უკრაინელი ჯარისკაცები ცდილობენ გაანეიტრალონ თავდასხმები“, - აცხადებს ალექსეი გონჩარენკო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ზახაროვამ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩატარებულ ჩხრეკას უღმერთო, ველური და ამორალური უწოდა

👉 პანიკა ყირიმში და თავდაცვა დონბასში - საბრძოლო რუკები

👉 პუტინი გავლენას კარგავს - პოდოლიაკი რუსულ ელიტაში განხეთქილებას პროგნოზირებს

👉 რადიოლოგიური კატასტროფის საფრთხე - ანალიტიკოსებმა განმარტეს, რატომ ურტყამს რუსეთი გამუდმებით ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს

👉 „არ ვართ დარწმუნებულები, რომ გავათბობთ და გავანათებთ ჩვენს სახლებს“ - მოლდოვის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ