მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აზრი არ აქვს დასუსტებულ პოზიციებზე დარჩენას“ - სერგეი გაიდაი

აზრი არ აქვს დასუსტებულ პოზიციებზე დარჩენას

„უკრაინულ ძალებს მოუწევთ სევეროდონეცკიდან გასვლა“, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

სერგეი გაიდაიმ, რუსეთი ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის განადგურებაში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს სამხედროების გაყვანა სევეროდონეცკიდან. აზრი არ აქვს მრავალი თვის საომარი მოქმედებების შემდეგ განადგურებულ, დასუსტებულ პოზიციებზე დარჩენას, რადგან არაგამაგრებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს. იქ მყოფმა ჩვენმა დამცველებმა უკვე მიიღეს ბრძანება, გავიდნენ ახალ პოზიციებზე და საომარი მოქმედებები იქიდან აწარმოონ“, - აღნიშნა  ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვითარება სევეროდონეცკში არამდგრადი იყო

„ქალაქის მთელი ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. ეს არის ის, რისი აღდგენაც აღარ შეიძლება, უნდა დაინგრეს“, - დასძენს გაიდაი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისთვის ბრძოლა კულმინაციაში შევიდა“ - არესტოვიჩი

👉 „რუსეთმა საკვების იარაღად გადაქცევა უნდა შეწყვიტოს“ - უკრაინაში აშშ-ის საელჩო

👉 „რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, მათ რესურსი ეწურებათ“ - ბორის ჯონსონი

👉 ოკუპანტებმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში ლისიჩანსკი დაიკავონ - ISW

👉 „ლიეტუვას მხრიდან ტრანზიტის აკრძალვას პრაქტიკული პასუხი გაეცემა“ - მარია ზახაროვა