მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლიეტუვას მხრიდან ტრანზიტის აკრძალვას პრაქტიკული პასუხი გაეცემა“ - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, ლიეტუვას მხრიდან კალინინგრადის მიმართულებით ტრანზიტის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსკოვის პასუხი არ იქნება მხოლოდ დიპლომატიური და მას პრაქტიკული სახეც მიეცემა.

„კითხვაზე, უნდა შემოიფარგლოს თუ არა რუსეთი მხოლოდ დიპლომატიური განცხადებით, პასუხია არა. პასუხი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ პრაქტიკულიც“, - განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვას თქმით, ლიეტუვამ და ევროკავშირმა კარგად იცოდნენ, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაუშვებელია და იქამდე ვიდრე საპასუხო ზომებს მიიღებენ, ლიეტუვამ აკრძალვა უნდა გააუქმოს. თუ ეს არ მოხდება, საპასუხო ზომები იქნება შემოღებული.

ცნობისთვის, ლიეტუვას რკინიგზამ 18 ივნისს საკუთარ ტერიტორიაზე კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბრიტანეთმა ეუთოს სესიაზე მიმავალ რუსეთის დელეგაციას ვიზებზე უარი უთხრა

👉 „ლუგანსკში ნამდვილად რთული მდგომარეობაა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 რუსეთის არმიაში „წმენდა“ გრძელდება უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო - ISW

👉 დასავლეთი სასურსათო კრიზისის პროვოკატორია - მარია ზახაროვა

👉 რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება შეიძლება, სუვალკის დერეფანში მოხდეს - Politico