მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტებმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში ლისიჩანსკი დაიკავონ - ISW

ოკუპანტებმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში ლისიჩანსკი დაიკავონ

რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში ლისიჩანსკი დაიკავონ, - ამის შესახებ ამერიკის ომის კვლევების ინსტიტუტი იტყობინება.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეამცირეს საჰაერო ოპერაციები. ამავდროულად, უკრაინელები კვლავ აქტიურობენ სხვა სფეროებში. მაგალითად, შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე წარმატებული დარტყმა მიაყენეს ოკუპანტს ხერსონის ოლქში.

გარდა ამისა, რუსულ ჯარებს აკლიათ ძალა უკრაინაში ბრძოლებში წარმატების მისაღწევად და სარდლობა აგრძელებს იძულებით მობილიზებას, რაც უარყოფითად აისახება მობილიზებულთა მორალსა და დისციპლინაზე.

ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარებს აქვთ გარკვეული წარმატება სამხრეთით. უახლოეს კვირაში ლისიჩანსკის გარეუბანზე თავდასხმის საფრთხე არსებობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „პუტინს ძვლის კიბო აქვს“ - არესტოვიჩი

👉 ბრიტანეთმა ეუთოს სესიაზე მიმავალ რუსეთის დელეგაციას ვიზებზე უარი უთხრა

👉 „ლუგანსკში ნამდვილად რთული მდგომარეობაა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „ლიეტუვას მხრიდან ტრანზიტის აკრძალვას პრაქტიკული პასუხი გაეცემა“ - მარია ზახაროვა

👉 რუსეთის არმიაში „წმენდა“ გრძელდება უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო - ISW