მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, მათ რესურსი ეწურებათ“ - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მის არმიას რესურსები ეწურება, - ამის შესახებ ევროპული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის ძალები წინ მიიწევენ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, თუმცა ეს მათ სამხედროების და შეიარაღების დიდ დანაკარგად უჯდებათ.

„ჩვენი სამხედრო სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში რუსეთი შესაძლოა, მივიდეს იმ წერტილამდე, საიდანაც აღარ იქნება წინსვლა, რადგან მან თავისი რესურსები ამოწურა. მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დინამიკის უკუქცევაში. მე ამ არგუმენტს დავიცავ დიდი შვიდეული სამიტზე. უკრაინელებს აქვთ კონტრშეტევის წამოწყების პოზიციები“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ოკუპანტებმა შესაძლოა, უახლოეს დღეებში ლისიჩანსკი დაიკავონ - ISW

👉 უკრაინის აღდგენა ევროპელების არა ერთი, არამედ რამდენიმე თაობის ამოცანა იქნება - ოლაფ შოლცი

👉 „პუტინს ძვლის კიბო აქვს“ - არესტოვიჩი

👉 ბრიტანეთმა ეუთოს სესიაზე მიმავალ რუსეთის დელეგაციას ვიზებზე უარი უთხრა

👉 „ლიეტუვას მხრიდან ტრანზიტის აკრძალვას პრაქტიკული პასუხი გაეცემა“ - მარია ზახაროვა