მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბახმუტის აღება რუსულ ჯარებს სხვა ქალაქებისკენაც გაუხსნის გზას - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას, სწორედ ამიტომ განაგრძობენ უკრაინელი სამხედროები ქალაქის დაცვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ გვესმის, რომ ბახმუტის დაკავების შემდეგ ისინი წინ წაწევას შეძლებენ. ისინი შეიძლება, კრამატორსკისკენ წავიდნენ, შეიძლება, სლავიანსკისკენ. ბახმუტის შემდეგ რუსებისთვის გაიხსნება გზა დონეცკის მიმართულებით უკრაინის სხვა ქალაქებში. სწორედ ამიტომ დგანან იქ ჩვენი ბიჭები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ბახმუტის დაცვა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ბახმუტის თავზე თუნდაც „პატარა დროშის“ აღმართვას თუ შეძლებს, ეს დაეხმარება რუსულ საზოგადოებაში იმ იდეის მობილიზებას, რომ ისინი ძლიერ არმიას წარმოადგენენ.

„სამხედროები თავადაც ხედავენ, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ იქ ძლიერები იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა დაანგრია მთელი ქალაქი და ყველაფერი, რაც იქ იყო. სამხედროები ეხმარებოდნენ ბავშვებს, სამოქალაქო პირებს ქალაქიდან წასვლაში - დღევანდელ დღემდე ხალხი ტოვებდა ბახმუტს. ჩვენ ვეხმარებოდით ყველას“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბახმუტის დაცვა ომში ჩართული ორივე მხარის ძალას ასუსტებს - ბრიტანული დაზვერვა

👉 რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, დაკარგოს „ვაგნერის“ ყველა ელიტური ქვედანაყოფი ბახმუტთან - ISW

👉 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს სუ-25 და ოკუპანტების თითქმის 20 დრონი - უკრაინის გენშტაბი

👉 ნატოს შეფასებით, რუსეთმა ბახმუტში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ - CNN

👉 უკრაინამ სავარაუდოდ, გადაწყვიტა ჯარების გაყვანა ბახმუტიდან - ISW