მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული სპეცსამსახურები რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ - ბუდანოვი

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროს

რუსული სპეცსამსახურები რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ, - ამის შესახებ  თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„რუსული სპეცსამსახურები გეგმავენ ტერაქტების სერიას რუსეთის დასახლებებში. სახლების, საავადმყოფოების და სკოლების აფეთქებას“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი.

მისი თქმით, რუსეთში მობილიზაციის გეგმის წარუმატებელი განხორციელება აიძულებს პუტინის რეჟიმს წამოიწყოს „ბინძური სცენარები“, რათა ემოციურად აღძრას რუსული საზოგადოება და კიდევ უფრო გააძლიეროს იგი უკრაინელების წინააღმდეგ.

„ისინი გეგმავენ აფეთქებებს, სარაკეტო სროლას, რათა დაადანაშაულონ უკრაინის შეიარაღებული ძალები  „უკრაინელი ნაციონალისტების სისასტიკის“ ემოციური სურათის შესაქმნელად“, - ხაზგასმით აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ვლადიმირ პუტინის მმართველობა დაიწყო ტერორისტული თავდასხმებით რუსეთის მრავალბინიან შენობებზე, რაც გახდა საფუძველი ჩეჩნეთის ნგრევისა და ახლა, როგორც ჩანს, იგივე მეთოდებით დასრულდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„ოკუპირებული ხერსონის გათავისუფლება, მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად შეიძლება“ - სამხედრო ექსპერტი

👉„მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ - პოდოლიაკი მარიუპოლზე

👉საოკუპაციო ძალებმა 186 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 344 კი დაშავდა

👉შავ ზღვაში ვითარება კვლავ დაძაბულია, სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა - პოლკოვნიკი ნაზაროვი

👉 19 600 რუსი სამხედრო, 732 ტანკი, 157 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉პუტინის ახალი გეგმა - როგორ შეუტევს რუსეთი უკრაინაში ახალ ფრონტის ხაზებს?

👉 ნატოს ყოფილმა ოფიცერმა დაასახელა უკრაინის ორი ქალაქი, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის ახალი სამიზნე გახდეს

👉 რუსეთი ერაყიდან უკრაინაში ომისთვის კონტრაბანდულ იარაღს იღებს - The Guardian