მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსულმა არმიამ უკრაინელი სამხედროების მიერ მარიუპოლის დატოვების მცდელობა აღკვეთა“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

რუსი გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი

„რუსულმა ქვედანაყოფებმა უკრაინელ სამხედროებს მარიუპოლში მდებარე ქარხნის ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს“, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა

„უკრაინელი სამხედროების ჯგუფი, 100-მდე ადამიანი, ჯავშანტექნიკით ცდილობდა გაერღვია ქარხნის ტერიტორია და დაეტოვებინა ქალაქი ჩრდილოეთის მიმართულებით. გარღვევის ეს მცდელობა ჩაიშალა საჰაერო და საარტილერიო დარტყმებით“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა. 
 
კონაშენკოვის თქმით, 42-მა უკრაინელმა სამხედრომ ნებაყოფლობით დადო იარაღი და ჩაბარდა.

უკრაინულ მხარეს რუსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„ოკუპირებული ხერსონის განთავისუფლება, მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად შეიძლება“ - სამხედრო ექსპერტი

👉„მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ - პოდოლიაკი მარიუპოლზე

👉საოკუპაციო ძალებმა 186 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 344 კი დაშავდა

👉შავ ზღვაში ვითარება კვლავ დაძაბულია, სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა - პოლკოვნიკი ნაზაროვი

👉 19 600 რუსი სამხედრო, 732 ტანკი, 157 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉პუტინის ახალი გეგმა - როგორ შეუტევს რუსეთი უკრაინაში ახალ ფრონტის ხაზებს?

👉 ნატოს ყოფილმა ოფიცერმა დაასახელა უკრაინის ორი ქალაქი, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის ახალი სამიზნე გახდეს

👉 რუსეთი ერაყიდან უკრაინაში ომისთვის კონტრაბანდულ იარაღს იღებს - The Guardian