მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბრძოლები დონბასისთვის“ - რუსებმა შეამცირეს შეტევის ინტენსივობა ზოგიერთ რაიონში

რუსი სამხედრო

ურთულესი ვითარება რჩება აღმოსავლეთში. ფრონტის ზოგიერთ რაიონში ოკუპანტმა საგრძნობლად შეამცირა შეტევის ინტენსივობა ამინდის პირობების გამო, - ამის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა სერგი ჩერევატმა განაცხადა

„აღმოსავლეთის მიმართულება კვლავ რჩება ოკუპანტის თავდასხმის მთავარ მიმართულებად. ყველაზე სასტიკი ქმედებები და ბრძოლა იქ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ჩერევატიმ.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, უკვე ოთხ თვეზე მეტია, დამპყრობელი ვერ ახერხებს უკრაინის თავდაცვის გარღვევას ბახმუტის რაიონში.

„ამინდის პირობები გავლენას ახდენს უპირველეს ყოვლისა  ოკუპანტის შეტევაზე,  შემოდგომის ნალექი, პირველ რიგში, შეუძლებელს ხდის ჯავშანტექნიკის გამოყენებას. ფრონტის ზოგიერთ რაიონში ვხედავთ, რომ ოკუპანტმა მნიშვნელოვნად შეამცირა მისი ინტენსივობა“, - დასძინა აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თეირანის სამხედრო პერსონალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება სამიზნე“ - დანილოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაცია დაადასტურა

👉 „დამარცხებულთა შურისძიებაა“ - ზელენსკი ხერსონის საჰაერო დარტყმებზე

👉 კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

👉 რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სათამაშოებიც კი დანაღმეს - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

👉 „ჩვენ არ ვგეგმავთ უკან დახევას“ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდეევკასა და ბახმუტის რაიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს