მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სათამაშოებიც კი დანაღმეს - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

ხერსონი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის როსტისლავ სმირნოვის თქმით, ხერსონიდან უკან დახევის დროს რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი, მათ შორის საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმეს.

შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა, ხერსონში ნაღმების აღმოჩენის მასშტაბები უკიდურესად დიდია.

„ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბი უკიდურესად დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული“, - აღნიშნა სმირნოვმა.

შს მინისტრის მრჩევლის თქმით, ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე მაშველებმა უკვე 5 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თეირანის სამხედრო პერსონალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება სამიზნე“ - დანილოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაცია დაადასტურა

👉 „დამარცხებულთა შურისძიებაა“ - ზელენსკი ხერსონის საჰაერო დარტყმებზე

👉 კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

👉 „რაკეტები ყველასთვის საკმარისია“ - დმიტრი მედვედევი

👉 „ჩვენ არ ვგეგმავთ უკან დახევას“ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდეევკასა და ბახმუტის რაიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს