მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტაივანის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე რაკეტა ისროლეს

ჩინეთი - ტაივანი

ჩინეთმა 4 აგვისტოს ტაივანის გარშემო რამდენიმე რაკეტა გაუშვა, მას შემდეგ რაც უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები დაიწყო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ.

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA) სახმელეთო ძალებმა პირდაპირი სროლა განახორციელეს აღმოსავლეთ ტაივანის სრუტის წყლებში შორი დისტანციის არტილერიის გამოყენებით.

სროლა პეკინის დროით 13:00 საათზე დაიწყო.

„ზუსტი დარტყმები განხორციელდა ტაივანის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილზე, მიღწეული იქნა მოსალოდნელი შედეგები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო ჩინეთის მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ის ვინც ცეცხლს ეთამაშება, თავადვე ჩაიფერფლება მასში, ის ვინც ჩინეთს შეურაცხყოფას მიაყენებს, აუცილებლად დაისჯება“ - ჩინეთის მორიგი მუქარა ამერიკას

👉 „ნუ ელოდებით, რომ პუტინი მოკვდება ან სანქციები რუსეთს ეკონომიკურად მოკლავს, ომი მალე არ დასრულდება“ - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

👉 გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?

👉 „განცხადება ვაჩვენეთ ჩვენს კოლეგებს, იმ „ლეგენდარულ ჩათში“ ჩავაგდეთ, მათი მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი იყო“ - ლევან იოსელიანი „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებაზე

👉 მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, მოდი რა, გადაუვადე, თუ ძმა ხარ? - გია ვოლსკი სააკაშვილზე