მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასრულების ნიშნებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ადრეული დასრულების ნიშნები არ არსებობს.

„დღეს არის 72-ე დღე სრულმასშტაბიანი ომისა და ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს. ჩვენ არ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მისი დასრულების რაიმე სურვილს. ვერ ვხედავთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებებს იმ გამოწვევებისთვის, რომლის პროვოცირებაც რუსეთმა ამ ომით შეძლო.

24 თებერვლიდან არცერთი დღე არ ყოფილა, რომ არ გვქონოდა მოლაპარაკება იარაღის მოწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე და ა.შ. და არ ყოფილა არცერთი დღე, როდესაც ჩვენ არ გველაპარაკა უსაფრთხო გასასვლელზე და „მწვანე დერეფანზე“ მარიუპოლში ალყაში მოქცეული ადამიანებისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ცდილობს, ომში რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვების მიღწევას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და განადგურებული ქონების აღდგენის დაწყებას, კერძოდ, რუსეთისგან ჩამორთმეული თანხებით.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს გლობალური შედეგები ექნება ბევრ სფეროში, უპირველეს ყოვლისა, ასობით მილიონი ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებაზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში.

ზელენსკის თქმით, რეგიონში ძირითადი საკვები პროდუქტების მიწოდების ტრადიციული ჯაჭვები შეფერხებულია.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მსოფლიო ლიდერები იწყებენ ამ ომის გლობალური შედეგების გაცნობიერებას, თუმცა პირველ დღეებში მათ ჰქონდათ პესიმისტური მოლოდინები უკრაინის შესაძლებლობის შესახებ, მოეგერიებინათ რუსული აგრესია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️„რუსეთი ხერსონის ოლქში სამუდამოდ მივიდა“ - ანდრეი ტურჩაკი

✔️რუს გენერლებს უკრაინაში წარუმატებლობის გამო „წმენდის“ ეშინიათ და ერთმანეთს ადანაშაულებენ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

✔️დამპყრობლები სევეროდონეცკში შეჭრას ცდილობენ

✔️პოლონეთი საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - დმიტრი პესკოვი

✔️უკრაინელებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს - უკრაინული მედია