მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი ხერსონის ოლქში სამუდამოდ მივიდა“ - ანდრეი ტურჩაკი

რუსეთის გენერალური საბჭოს მდივანი

„რუსეთი ხერსონის ოლქში სამუდამოდ მივიდა, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს“, - ამის შესახებ გაერთიანებული რუსეთის გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა ხერსონის ოლქში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან დენის პუშილინთან ერთად ვიზიტისას განაცხადა.

„წარსულში დაბრუნება აღარ იქნება. ჩვენ ვიცხოვრებთ ერთად, განვავითარებთ ამ მდიდარ ოლქს. მდიდარს ისტორიული მემკვიდრეობით, მდიდარს თავისი ხალხით, რომელიც აქ ცხოვრობს“, - აღნიშნა ტურჩაკმა.

პოლიტიკოსმა, ასევე, აღნიშნა, რომ რეგიონის სტატუსს მისი მოსახლეობა განსაზღვრავს.

ანდრეი ტურჩაკის თქმით, რუსეთი მათ ჰუმანიტარული დახმარებით და მომავალი ზამთრისთვის მზადების საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.

„გარდა ამისა, რეგიონში მცხოვრები სამამულო ომის ვეტერანები და ყველა მათთან გათანაბრებული პირები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას რუსეთის პრეზიდენტისგან გამარჯვების დღისთვის“, - განაცხადა რუსეთის გენერალური საბჭოს მდივანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუს გენერლებს უკრაინაში წარუმატებლობის გამო „წმენდის“ ეშინიათ და ერთმანეთს ადანაშაულებენ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

✔️დამპყრობლები სევეროდონეცკში შეჭრას ცდილობენ

✔️პოლონეთი საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - დმიტრი პესკოვი

✔️უკრაინელებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს - უკრაინული მედია

✔️აშშ-ის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების დახოცვაში ეხმარება