მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დადგენილია რუსი გენერლის ვინაობა, რომელიც აზოვსტალის შტურმს და მარიუპოლის აღებას ხელმძღვანელობდა

აზოვსტალის ქარხანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა იმ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის ვინაობა, რომელმაც უშუალოდ გასცა მარიუპოლის დაკავებისა და აზოვსტალის შტურმის ბრძანება, - ამის შესახებ SBU-ს პრესსამსახური იტყობინება.

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიის  შეიარაღების არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი ომის დამნაშავე აღმოჩნდა.

„გამოძიების თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან ის ხელმძღვანელობდა დონეცკის რეგიონის ტერიტორიების დაკავებას და პირადად მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში.

მარიუპოლის ოკუპირებული ნაწილის ტერიტორიაზე ყოფნისას, მორდვიჩევმა გამართა შეხვედრა კადიროვთან, დაამტკიცა ქალაქის საბოლოო აღების გეგმა, ბლოკადა და შემდგომი თავდასხმა აზოვსტალზე და იქ მყოფების უმოწყალო მკვლელობები“, - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მორდვიჩევი უშუალოდ ახორციელებდა საოკუპაციო დანაყოფების სამხედრო დაგეგმვასა და კოორდინაციას საბრძოლო მოქმედებებში. მან ბრძანა მარიუპოლის ოლქის აღება. ამ გენერლის დავალებით რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა და დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ბირთვული ომი კატასტროფული იქნება“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი 

👉 აშშ-სთვის რუსეთის ნებისმიერი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული ამოცანა იქნება - Politico

👉 კრემლში მიაჩნიათ, რომ მობილიზაციის შემდეგ შეძლებენ ხარკოვისა და ოდესის აღებას - Bloomberg

👉 ლიმანთან ახლოს რუსები ალყაში არიან, სასტიკი ბრძოლები გრძელდება - ISW

👉 „რუსეთს 10 წელი დასჭირდა პროფესიონალი არმიის შექმნისთვის 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა 8 თვე არმიას მარცხისთვის“ - კარლ ბილდტი