მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ევაკუაციის შესახებ მოსალაპარაკებლად მარიუპოლში ჩავიდნენ - „აზოვი“

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ მარიუპოლის დამცველები მზად არიან მესამე მხარის მხარდაჭერით ევაკუაცია განახორციელონ. ინფორმაციას უკრაინული მედია აზოვის ტელეგრამ არხზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„დღეს ჩვენ ვესაუბრეთ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ესენი არიან დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან მარიუპოლში მედინსკისთან და სლუცკისთან მოლაპარაკებებზე მოვიდნენ ევაკუაციის საკითხთან დაკავშირებით. 

ჩვენ მზად ვართ მესამე მხარის მხარდაჭერით ქალაქ მარიუპოლიდან ჩვენი მცირე იარაღით ევაკუაცია მოვახდინოთ, რათა გადავარჩინოთ პერსონალი, გამოვიყვანოთ დაჭრილები და დაღუპულთა ცხედრები პატივით დავკრძალოთ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი არ აკონტროლებს.

მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს შეუერთდეს უსაფრთხოების გარანტიებს. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებს იარაღის ჩაბარებისა და დანებების შესახებ“, - აცხადებს პალამარი. 

ამავე თემაზე:

ამ მომენტში, მარიუპოლის გასათავისუფლებლად საკმარისი იარაღი არ გვაქვს, მარიუპოლში ყველა ბიჭს გამარჯვება უნდა - ზელენსკი

➖ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ხარკოვში რუსების 200 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის საცავს მიაგნეს

➖ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას აფართოებს

➖ აშშ-მა ამერიკული ჰაუბიცების გამოსაყენებლად უკრაინელი სამხედროების მომზადება დაიწყო

➖ უკრაინა მზადაა რუსი სამხედრო ტყვეები მარიუპოლიდან მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის სანაცვლოდ გაცვალოს

➖ რუსეთს არც ერთი დოკუმენტის პროექტი არ წარუდგენია - ზელენსკი პესკოვს პასუხობს

➖ „ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი რეაქციას ელოდება“ - დმიტრი პესკოვი

➖ პუტინი: ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება