მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკის მიმართულებით მტრის შეტევა მოგერიებულია, განადგურებულია 100-მდე ოკუპანტი - უკრაინული მხარე

რუსი ოკუპანტები ოკუპირებულ დონეცკში

დონეცკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის შეტევა და გაანადგურეს 100-მდე რუსი ჯარისკაცი და ოკუპანტების ტექნიკა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„დღეს, 14 მარტს ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობდნენ დონეცკის მიმართულებით უკრაინელი დამცველების განადგურებას.  შეტევის მოგერიებისას მტერმა დაკარგა 100-მდე სამხედრო მოსამსახურე, 2 ტანკი, 3 ქვეითი საბრძოლო მანქანა და 1 ჯავშანტრანსპორტიორი. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მტერმა უკან დაიხია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მე-19 დღეს უკრაინული მხარის განცხადებით, აგრესორ მხარეს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

📣 ფრანგმა აქტივისტმა პუტინის შვილის ვილაში შეაღწია, სადაც უკრაინელი ლტოლვილების შესახლებას აპირებს - The Insider

📣 პუტინს აქვს სერიოზული დაავადება, რომელიც იწვევს ტვინის აშლილობას - Daily Mail

📣 რუსეთმა უკრაინას უკვე 120 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა - უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო

📣 🎥 უკრაინულმა არტილერიამ რუსების კიდევ ერთი ტანკი და ორი ჯავშანტექნიკა გაანადგურა

📣 „იქნებ უკვე კიევში ვართ და მხოლოდ საჭირო ბრძანებას ველოდებით?“ - კადიროვი

📣 „პუტინი იმედგაცრუებულია“- აშშ-მა განმარტა, თუ რატომ დაესხა თავს რუსეთი იავორივის საცდელ ადგილს