მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

დონეცკი, უკრაინის ომი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა, რომ დონეცკის მიმართულება ამ დროისთვის უკიდურესად რთულია, რადგან რუსეთი იქ შეტევას არ აჩერებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს. 

„დონეცკის მიმართულება ახლა უკიდურესად რთულია, რადგან სხვა ოპერატიული ზონებისგან განსხვავებით, რუსეთი არ წყვეტს იქ შეტევითი ოპერაციების განხორციელების მცდელობას. რაც შეეხება მარინკას და სხვა ქალაქებს, ასევე, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალები და სხვა თავდაცვის ძალები წარმატებით იცავენ ამ დასახლებებს“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ხელიდან არ უშვებს უკრაინის დედაქალაქის აღებისა თუ დაკავების მცდელობებს.

„ასევე, ვამბობთ სხვა ქალაქებზეც – ჩერნიგოვზე, ხარკოვზე, სუმიზე. როგორც კი დავინახავთ რუსეთის არმიის შესაბამისი ქვედანაყოფების მოძრაობას დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, ამას აუცილებლად გამოვაცხადებთ. ამ დროისთვის მოწინააღმდეგის რაიმე აქტიურ მოქმედებას ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების აღება არის „რუსეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა - მთლიანად დაიპყროს ეს ორი რეგიონი ადმინისტრაციულ საზღვრებში“.

„გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს გაარღვიოს სახმელეთო დერეფანი და გააერთიანოს ეს ტერიტორიები, რათა პირდაპირი წვდომა ჰქონდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე. ჩვენ ამას აქტიურად ვეწინააღმდეგებით“, – აღნიშნა მოტუზიანიკმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ეს ხალხი საბრძოლველად კიდევ რამდენიმე წლით ემზადება“ - რუსი მილიარდერი

👉 „მათ რუსეთის ეშინიათ“ - ზელენსკიმ მაკრონი გააკრიტიკა

👉 რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე, რომელიც უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, მოწამლეს

👉 „დამპყრობლების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი გარდაცვლილი იპოვეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის, აფხაზეთსაც“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 რუსმა ოპოზიციონერმა პუტინის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა - პუტინს არაფრის „გადახედვა“ არ სურს

👉 17 000 რუსი სამხედრო, 123 თვითმფრინავი - რუსული არმიის დანაკარგი ომის 33-ე დღეს

👉 პუტინი განიხილავს „კორეულ“ სცენარს უკრაინისთვის - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი