მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტის თქმით, ირანმა შეიძლება არ გადასცეს ბალისტიკური რაკეტები რუსეთს

რაკეტები

ირანმა შეიძლება არ გადასცეს ბალისტიკური რაკეტები რუსეთს, - ამის შესახებ ახალი გეოპოლიტიკის კვლევის ქსელის დირექტორმა მიხაილო სამუსმა განაცხადა

ექსპერტი თქმით, თეირანს არ სურს გახდეს სრულიად იზოლირებული ბაზარზე დასავლური სანქციების მორიგი რაუნდის შემდეგ.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა ირანს ცოტა ეჭვი ეპარება, არის თუ არა საჭირო ამ რაკეტების რუსეთისთვის გადაცემა. ეს მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ძალიან აქტიური რეაგირება მოახდინა შაჰედების მიწოდებაზე და დაიწყო დამატებითი სანქციების დაწესება. ირანის ხელმძღვანელობას როგორც ჩანს, არ სურს სრული იზოლირება, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიო ბაზარზე“, - მიიჩნევს ექსპერტი.

მისი თქმით, ირანს სურს საერთოდ შეწყვიტოს  „შაჰედის“ მიწოდება.

„ეს არის სიგნალი იმისა, რომ ირანი უკვე ცდილობს ცოტათი დაშორდეს რუსეთს. შესაძლოა, რუსეთი დაჰპირდა მათ ბირთვული იარაღის გადაცემას, მაგრამ, კვლავ, დასავლეთმა მიანიშნა როგორც რუსეთს, ასევე, ირანს, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს“, - აცხადებს ექსპერტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში 20-მდე რუსი სამხედროა ლიკვიდირებული - უკრაინის გენშტაბი

👉 პუტინი აბსოლუტურად ამაზრზენად იქცევა, რადგან ოკუპანტებს სამხედრო მარცხი ემუქრებათ - ჯონ კირბი

👉 რუსი ოკუპანტები უკრაინაზე ახალი სარაკეტო დარტყმისთვის ემზადებიან - ISW

👉 ხერსონი დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება - ბრიტანული დაზვერვა

👉 დამპყრობლები ბახმუტის სამხრეთით დაწინაურდნენ - ISW