მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დამპყრობლები ბახმუტის სამხრეთით დაწინაურდნენ - ISW

რუსი სამხედროები

რუსი ოკუპანტები დაწინაურდნენ დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, თუმცა ისინი ვერ შეძლებენ ქალაქის გარშემორტყმას, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, გეოლოკაციის სურათები აჩვენებს, რომ რაშისტებმა სავარაუდოდ დაიპყრეს ოზარიანივკა, სოფელი ბახმუტიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კილომეტრში.

რუსულმა მედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე სოფლის აღება მოახერხეს ქალაქთან ახლოს. 

„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ღია წყაროებიდან, რომ რუსები ბახმუტის გარშემორტყმას შეძლებენ. რუსული წყაროები აქტიურად ავრცელებენ ცრუ განცხადებებს ბახმუტის ირგვლივ მიმდინარე პროგრესის შესახებ და ბოლო ინფორმაცია შესაძლოა, იყოს ამ მიმდინარე საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ანალიტიკოსების აზრით, ოკუპანტების წარმატება უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან მარშრუტებს არ უშლის ხელს.

„რუსული ჯარები ამჟამინდელ მდგომარეობაში, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ ამ ამოცანის [ბახმუტის აღება] სწრაფად შესრულებას. თავად „ვაგნერის“ PMC-ის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ოქტომბერში აღნიშნა, რომ ბახმუტის რაიონში მოქმედი „ვაგნერის“ ძალები წინ მიიწევენ, მხოლოდ 100-200 მეტრით დღეში. ამრიგად, რუსების მიერ 27 და 28 ნოემბერს ბახმუტის ირგვლივ გამოცხადებულ „შეტევას“ საეჭვოა მოჰყვეს ეფექტი ოპერატიული დონეზე“, - დასძენენ ექსპერტები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსი ოკუპანტები უკრაინაზე ახალი სარაკეტო დარტყმისთვის ემზადებიან - ISW

👉 ხერსონი დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება - ბრიტანული დაზვერვა

👉 „გულთან ახლოს არ მიგვაქვს ის, რაც ევროპარლამენტში ხდება“ - პესკოვი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

👉 რუსები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 რუსეთი ლუგანსკის ოლქში თავდაცვისთვის ემზადება - სერგეი გაიდაი