მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში 20-მდე რუსი სამხედროა ლიკვიდირებული - უკრაინის გენშტაბი

რუსი სამხედროს ფორმა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში მტრის ერთ-ერთ ადგილსამყოფელი დაბომბეს.

წინასწარი ცნობებით, მოკლულია 20-მდე რუსი სამხედრო და დაჭრილია 30-ზე მეტი.

გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსების ძალისხმევა მიმართულია უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეკავებაზე. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტზე და ჩამოაგდეს ოკუპანტის 2 თვითმფრინავი.

ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ცნობით, რუსეთმა 9 რაკეტა ისროლა და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი აბსოლუტურად ამაზრზენად იქცევა, რადგან ოკუპანტებს სამხედრო მარცხი ემუქრებათ - ჯონ კირბი

👉 რუსი ოკუპანტები უკრაინაზე ახალი სარაკეტო დარტყმისთვის ემზადებიან - ISW

👉 ხერსონი დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება - ბრიტანული დაზვერვა

👉 დამპყრობლები ბახმუტის სამხრეთით დაწინაურდნენ - ISW

👉 რუსეთი ლუგანსკის ოლქში თავდაცვისთვის ემზადება - სერგეი გაიდაი