რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა.
„დროთა განმავლობაში, ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ფედერაციის რეგიონი“, - აღნიშნა პესკოვმა.
მან, ასევე, დასძინა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა არ იგეგმება, რადგან ვლადიმერ პუტინმა მისი დასრულება გამოაცხადა.
ცნობისთვის, 9 ნოემბერს პესკოვი თავად იმყოფებოდა დონბასში. ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში იყო. მაშინ პესკოვმა განაცხადა, რომ დონბასს ვლადიმერ პუტინიც ეწვეოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 უკრაინამ მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის ათ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა
👉 „ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-მეთქი“ - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა
👉 ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა