რუსეთის მოსახლეობაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება. სწორედ ამიტომ, მომავალში, მნიშვნელოვანი წარმატების არარსებობის გამო, რუსეთის ხელისუფლებისთვის სულ უფრო რთული იქნება რუსებისგან თანხმობის მიღება მის გახანგრძლივებაზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ინფორმაციაში ვკითხულობთ.
ბრიტანული დაზვერვა გულისხმობს რუსული გამოცემის, Meduza-ს მიერ გამოქვეყნებულ დახურული გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც რუსების 55% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა და მხოლოდ 25% უჭერს მხარს კონფლიქტის გაგრძელებას.
დაზვერვამ აღნიშნა, რომ ეს მონაცემები შეესაბამება ოქტომბრის ანალოგიურ დამოუკიდებელ გამოკითხვას, რომელშიც რუსეთის ფედერაციაში გამოკითხულთა 57% იყო მოლაპარაკებების მომხრე. მაშინ როცა, 2022 წლის აპრილში რუსების დაახლოებით 80%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერდა უკრაინაში ომს.
„მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევისა, უზრუნველყოს საინფორმაციო გარემოზე ფართო კონტროლი, კონფლიქტი მრავალი რუსისთვის სულ უფრო ხელშესახები გახდა 2022 წლის სექტემბერში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შემდეგ“, - განმარტა ბრიტანულმა დაზვერვამ.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 04 December 2022
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) December 4, 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/wgwjroo1ys
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/pSq13JBIrv
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა
👉 უკრაინელებმა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონში მტრის 17 თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი